kontrolka

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » kontrolka » Новый форум » gabneuli margalitebis sacavi


gabneuli margalitebis sacavi

Сообщений 1 страница 2 из 2

1

წერ და ივიწყებ ყოველ სიტყვას
და ყოველ ასოს,
მერე შენივე მისამართზე
აგზავნი წერილს
და ელი ერთგულ ფოსტალიონს,
რომელსაც ახსოვს,
რომ ისევ აქ ხარ, გაქვს არაყი
და თეთრი წვერი...
მარტო არ ხარ და ვისაც გინდა
გამოიგონებ,
შენივე სიტყვებს უცხოსავით
რომ მოეფერო,
მერე, კითხულობ ლოცვასავით
ნაცნობ სტრიქონებს
— რავა ხარ ბიჭო, იმედია -- კარგად,
ბებერო...
საშა

0

2

სად ხარ, ჭაღარას
შეაცვითა
ლოდები ყორემ,
ახალი მთვარის,
მერამდენედ,
ვითვლი ავსებას,
იცი, ღმერთამდე
ბოლოს შენ
თუ მიმიყვან, თორემ
ჩემი სიკვდილი
ჩემს სიცოცხლეს
დაემსგავსება...
საშა გველესიანი

0


Вы здесь » kontrolka » Новый форум » gabneuli margalitebis sacavi


Рейтинг форумов | Создать форум бесплатно